საფრანგეთმა, რუსეთმა და აშშ-მა ერევანსა და ბაქოს მოუწოდეს დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე

საქართველო, თბილისი - 16:42 | 01.10.2020
ნანახია: 649

 

საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერევანსა და ბაქოს მოუწოდეს დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე.

შესაბამისი განცხადება მედიამ გაავრცელა.

 „ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს დაუყოვნებლივ აიღონ ვალდებულება კეთლსინდისიერად და ყოველგვარი წინასწარი პირობების წამოყენების გარეშე განაახლონ მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების დახმარებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სამივე ქვეყნის ლიდერი მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულებისა და დაჭრილების გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი, რუსეთი და აშშ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე