საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 299 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 01.10.2020
ნანახია: 488

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 299 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

stopcov.ge-ზე დილით განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3419-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6640-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა სექტემბრიდან. იმატა გარდაცვალების შემთხვევებმაც. სექტემბერში დაფიქსირდა ინფიცირების 4705 შემთხვევა, უმეტესობა აჭარის რეგიონში. სექტემბერში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე