კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი 61 წლის ქალია

საქართველო, თბილისი - 12:54 | 30.09.2020
ნანახია: 559

COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 61 წლის, ქალი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილ იქნა 30 სექტემბერს, ღამით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - კოვიდ 19, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა, .

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე