საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 30.09.2020
ნანახია: 454

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 6192 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2324 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 36.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5413 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 869.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე