ბათუმის სათნოების სახლში 25 ხანდაზმული და 10 თანამშრომელი დაინფიცირდა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 29.09.2020
ნანახია: 520

ბათუმის სათნოების სახლ "სავანეში" 25 ხანდაზმული და 10 თანამშრომელი დაინფიცირდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სავანის დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, კიდევ ხუთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

"ჩვენი 25 ბენეფიციარი დაინფიცირდა, ველოდებით კიდევ ხუთი ხანდაზმულის ანალიზების პასუხებს, ინფიცირებულია ჩვენი ათი თანამშრომელიც. ყველა მოხუცი კლინიკაშია გადაყვანილი, თანამშრომლები კი - კოვიდსასტუმროებში", - განაცხადა დეკანოზმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე