საქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:50 | 29.09.2020
ნანახია: 470

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანია გარდაცვლილი.

ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე