კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია

საქართველო, თბილისი - 12:54 | 28.09.2020
ნანახია: 480

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„3500-მდე პაციენტიდან კრიტიკულად ითვლება 25 პაციენტი, მათგან 22 მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ენდელაძემ.

ამასთან, მარინა ენდელაძის თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან ხუთი პაციენტი გაეწერა, შესაბამისად, ამჟამად ცენტრში ახალი კორონავირუსით 29 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ორის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე