ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 21:23 | 27.09.2020
ნანახია: 660

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე ადამიანი ჩაიხანაში შეიჭრა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ამ წუთებში ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში მხარეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე