საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი

საქართველო, თბილისი - 13:27 | 27.09.2020
ნანახია: 570

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 254 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 906-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 674 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე