მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 16:19 | 25.09.2020
ნანახია: 867

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ფორმულას" ინფორმაციით, ტრაილერი ხეს შეეჯახა და ერთი ადამიანი დაშავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფოტო: "ფორმულა"




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე