ანა დოლიძე ძველით ახალ წელს სამხედროებთან ერთად შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 14.01.2016
ნანახია: 2152

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ძველით ახალი წელი ადლიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონთან ერთად აღნიშნა. სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი ასევე მიულოცეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და მერიის სხვა წარმომადგენლებმა.

სტუმრებმა სამხედროებს ტკბილეული მიუტანეს და საჩუქრები გადასცეს. მოგვიანებით ანა დოლიძემ სამხედროებთან ერთად ტორტიც გაჭრა. საახალწლო განწყობა სამხედროებს „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმმა“ შეუქმნა.

ადლიის სამხედრო ბაზაზე ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად ბათუმის მერიამ დაამკვიდრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე