კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 43 თბილისში გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:39 | 25.09.2020
ნანახია: 572

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 43 თბილისში, ხოლო 22 იმერეთში გამოვლინდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

„რეგიონების მიხედვით კვლავ აჭარა ლიდერობს. აჭარაში კორონავირუსის 165 შემთხვევა არის, იმერეთში – 27, კახეთში – ექვსი, თბილისში – 43, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ექვსი, სამცხე-ჯავახეთში – ოთხი, ქვემო ქართლში – სამი, შიდა ქართლში – ორი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე