სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ბაჩალიაშვილს დავალებებს აძლევდა - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 19:08 | 21.09.2020
ნანახია: 837

თამარ ბაჩალიაშვილი ოჯახის ადვიკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბაჩალიაშვილს პირადად აძლევდა დავალებებს.

ადვოკატის მტკიცებით, მან გამოკითხა სუს-ის ეს თანამშრომელი და პროკურატურას სწორედ ამ ე.წ. ოქმს წარუდგენს.

"3 აგვისტოს დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც პირადად დეტალურად აღწერს, როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, როგორ გადასცემდა რამდენიმე წლის წინ ფლეშკებს, მიუთითებს გვარს და სახელებს, რაც წერია ამ გამოკითხვის ოქმში. ამ თანამშრომლის სახელს და გვარს და სხვა ინფორმაციას მე მივაწვდი გამოძიებას". - თქვა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ადამიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მუშაობდა იმ მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერებთან, პროგრამებთან".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე