ლარი ისევ უფასურდება

საქართველო, თბილისი - 17:25 | 21.09.2020
ნანახია: 855

21 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2295 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.55 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.8050 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8057 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4247 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1502 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 სექტემბერიდან შევა ძალაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე