ბელარუსში ქალთა საპროტესტო აქციაზე 430 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:44 | 20.09.2020
ნანახია: 646

ბელარუსში ქალთა საპროტესტო აქციაზე  430 ადამიანი დააკავეს, მათ შორის მინსკში 415-ია დაკავებული.

ქალთა მარში ქვეყნის დედაქალაქში გუშინ გაიმართა და   მონაწილე ქალების მასობრივი დაკავებებით დასრულდა.

ბელარუსში თვეზე მეტია ბელარუსში გრძელდება მასობრივი პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რომელშიც გამარჯვებული გამოცხადდა ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაური ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ამ თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.

არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 80.1% -მა ხმა მისცა ლუკაშენკას, 10.12% - მის მთავარ მოწინააღმდეგეს სვიატლანა ციხანოუსკაიას.

17 სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე