ლატვიის პარლამენტმა გეორგიევსკის ლენტის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 18.09.2020
ნანახია: 1114

ლატვიის სეიმის დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ქვეყანაში გეორგიევსკის ლენტის საჯაროდ გამოყენების აკრძალვას.

დეპუტატები განიხილავდენენ ცვლილებების შეტანას კანონში გასართობი და სადღესასწაულო ღონსიძიებების გამართვის შესახებ.

შესწორებას მხარი დაუჭირა დეპუტატების უმრავლესობამ. მეორე მოსმენა 22 სექტემბრისთვის არის დანიშნული. იმისათვის, რომ შესწორება ძალში შევიდეს, სეიმმა მესამე მომენით უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე