საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 18.09.2020
ნანახია: 509

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 3119-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 3119 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1435 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე