ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად ორი მუშა გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 17:08 | 17.09.2020
ნანახია: 611

ქუთაისში რკინიგზაზე, მუშები ელექტროგადამცემი ხაზის მავთულს ჭიმავდნენ, რა დროსაც დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა ერთი კი დაშავდა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და სახანძრო სამაშველო ჯგუფი.

გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე