1-ლი ოქტომბრიდან WizzAir-ი ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენებს აღადგენს - გახარია

საქართველო, თბილისი - 16:31 | 17.09.2020
ნანახია: 967

1-ლი ოქტომბრიდან WizzAir-ი ქუთაისი-რიგის რეისებს აღადგენს, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მისი თქმით, თავდაპირველად რეისი კვირაში ერთხელ შესრულდება.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ უფრო სწრაფად დაიწყოს აღდგენა და გამოცოცხლება", - თქვა გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე