გორში მეხანძრე-მაშველებმა ქალი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 13:45 | 17.09.2020
ნანახია: 424

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ გორში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში, მეოთხე სართულზე იყო ხანძარი და სახლში იმყოფებოდა მწოლიარე ქალი.

სახანძარო-სამშველო ჯგუფები ადგილზე გამოცხადდნენ და ქალის ძლიერი დაკვამლიანებიდან უვნებლად გამოყვანა შეძლეს. მის მდგომარეობას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმრების ექიმები ამოწმებენ.

მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის ევაკუაციისას, ასევე, გამოიყვანეს 2 მამაკაცი.

ხანძარი ლოკალიზებულია, ქრობის სამუშაობში ჩართულია 3 ეკიპაჟი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე