სროლა იყო რაგბის კავშირში - დაჭრილია 1 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 14:06 | 16.09.2020
ნანახია: 684

სროლა იყო ცოტა ხნის წინ საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თორნიკე გოგებაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, თანამშრომლები კი გამოკითხვაზე იმყოფებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე