ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 5 მილიონს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 16.09.2020
ნანახია: 506

ინდოეთში, გასულ 24 საათში კორონავირუსის 90 123 შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამგვარად, ამერიკელი სპეციალისტების ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელების დღიდან ინდოეთში COVID-19-ის 5 020 359 შემთხვევა დაფიქისრდა. გარდაიცვალა 82 066 ადამიანი, მათ შორის 1 290 გასულ დღე-ღამეში.

ინდოეთი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიხედვით მსოფლიოში ლიდერია, აშშ-ის შემდეგ კი მეორე ადგილზეა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 29 მილიონს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 20 მლნ-მდე ადამიანი, გარდაიცვალა 900 ათასზე მეტი პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე