კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 145 აჭარაში, ხოლო 29 თბილისში გამოვლინდა - ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 11:20 | 16.09.2020
ნანახია: 747

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარას უკავშირდება, 29 კი თბილისს.

„გუშინდელი მონაცემებით, 2562 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დაგვემატა 196 და გვაქვს 2758. 196 შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: ბათუმი - 144, ქობულეთი - 1, თბილისი - 29, ქუთაისი 7, საჩხერე - 1, გორი - 4, გარდაბანი - 3, ოზურგეთი - 4, ზუგდიდი - 2, ფოთი - 1, მცხეთა - 1"- განაცხადა ეზუგბაიამ. მისი თქმით, აჭარა კვლავ საყურადღებო ადგილად რჩება.

"დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებთ მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება შემთხვევების შემცირება, ლოკალიზაცია და ალბათ ლიკვიდაციაც დროზე უნდა მოხდეს. გამოჯანმრთელებულები 31 გვყავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში დღეს, 16 სექტემბერს, კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა - 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე