იაპონიის ახალი პრემიერ მინისტრი იოშიჰიდე სუგა გახდა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 16.09.2020
ნანახია: 573

იაპონიის ახალი პრემიერ მინისტრი იოშიჰიდე სუგა გახდა. მას მხარი დაუჭირა ქვეყნის პარალამენტის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატების უმრავლესობამ.

სუგას ხმა მისცა 465-დან 314-მა დეპუტატმა.

იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად იოშიჰიდე სუგა დაამტკიცა. იაპონიაში მთავრობის ხელმძღვანელის ცვლილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც შინზო აბემ გასულ თვეში თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
იოშიჰიდე სუგა ახალ კაბინეტს წარადგენს, შემდეგ კი ახალ პრემიერს სპეციალური ცერემონიით იაპონიის იმპერატორი საიმპერატორო სასახლეში დაამტკიცებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე