თურქეთში საქართველოს მოქალაქე - 32 წლის ქალი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:10 | 14.09.2020
ნანახია: 682

თურქეთში საქართველოს მოქალაქე - 32 წლის ქალი მოკლეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ სტამბოლში საქართველოს მოქალაქის გვამი აღმოაჩინა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული ჩაიდინა მოკლულის მეუღლემ, რომელიც ამ დროისთვის იძებნება. ის, შემთხვევიდან მალევე მიიმალა.

წინასწარი ინფორმაციით, 32 წლის ქალის ცხედარს ცემის კვალი აღენიშნება. სასიკვდილო ჭრილობები კი მას, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე