ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მე-5 მატჩში დამარცხდა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 10.09.2020
ნანახია: 918

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მე-5 მატჩში დამარცხდა.

ბასილაშვილი ავსტრიის ქალაქ კიცბიუელში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობდა, სადაც მე-4 განთესვა ჰქონდა და თამაში პირდაპირ მერვედფინალიდან დაიწყო.

დღეს, ქართველი სპორტსმენი არგენტინელ ფედერიკო დელბონისს შეხვდა და მეტოქესთან 5:7, 3:6 დამარცხდა.

ივლისიდან ბასილაშვილი ზედიზედ დამარცხდა მიშა ზვერევთან (გერმანია, 5:7, 1:6), იან-ლენარდ შტრუფთან (გერმანია, 1:6, 5:7), ფელიქს ოჟე ალიასიმთან (კანადა, 4:6, 1:6), ავსტრალიელ ჯონ მილმანთანა (1:6, 4:6, 4:6) და ახლა, უკვე დელბონისთან. ATP-ს მიმდინარე რეიტინგში ის უკვე 30-ე ადგილზე იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე