სასწრაფო დახმარებას "თეგეტა მოტორსმა" მხარდაჭერა გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 16:41 | 10.09.2020
ნანახია: 714

კოვიდ-19-თან ერთობლივი ბრძოლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია „თეგეტა მოტორსი“ უსასყიდლოდ 100 000 ლარის ღირებულის საბურავებსა და საცხებ-საპოხ მასალებს გადასცემს.

„კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების დაწყების დღიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბრძოლის პირველ ხაზზე იმყოფება. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდი „თეგეტა მოტორსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის“ - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის. მიმდინარე წელს, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ ცენტრს ასევე გადასცა უახლესი სპეცაღჭურვილობა ზამთრის კურორტზე გათვლილი ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილისთვის, რომლის განთავსებაც კურორტ „გოდერძიზე“ იგეგმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე