საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 08.09.2020
ნანახია: 490

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1729-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1729 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1321 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -390.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე