ნოვაკ ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობაზე მსაჯს ბურთი გაარტყა, რის გამოც ტურნირიდან მოხსნეს | ფოტო

საქართველო, თბილისი - 13:18 | 07.09.2020
ნანახია: 804

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ს ღია პირველობიდან მოხსნეს. ამის მიზეზი სერბი ჩოგბურთელის არასპორტული საქციელი გახდა, რამაც ერთ-ერთი დამხმარე მსაჯი დააზარალა.

US Open-ის მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილი ჯოკოვიჩი ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას ხვდებოდა და პირველ სეტში 5:5-ზე თავისი მოწოდება წააგო. ამით გაბრაზებულმა ჩოგბურთელმა ბურთი კედლისკენ გაგზავნა, თუმცა ძლიერი დარტყმა გამოუვიდა და მსაჯს მოხვდა. ქალი-არბიტრი ძირს დაეცა, ხველება აუტყდა და თითქოს იხრჩობოდა. მსაჯი მალე მოასულიერეს, ის სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.

ამ ინციდენტის გამო, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა და სუპერვაიზერებმა დიდხანს ითათბირეს და აშშ-ს ღია პირველობდან სერბი ვარსკვლავის მატჩიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს. მნიშვნელოვანია, რომ ჯოკოვიჩს მსაჯისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია, თუმცა, ის მაინც უმკაცრესად დაისაჯა.

 

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსაჯს ბურთი გაარტყა - Report.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე