აფეთქება ფილარმონიასთან - დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 17:19 | 04.09.2020
ნანახია: 766

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ "დეჟა ვუ"-ში, ცოტა ხნის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი პირი, ხოლო დაშავდა - 3.მ

დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ალადაშვილის, ხეჩინაშვილისა და რესპუბლიკურ კლინიკებში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო – სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.

იუწყებიან, რომ სავარაუდოდ აფეთქება დაბადების დღის ცენტრ "დეჟა ვუ"-ში მოხდა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, დაშავებულია კაფე "დეჟა ვუ"-ს მენეჯერი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

"თბილისი ენერჯი" აცხადებს, რომ აღნიშნულ კაფეში ბუნებრივი აირი საერთოდ არ არის შეყვანილი. აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ჟანგბადის ბალონი, რომელიც ადგილზე მუშებს ჰქონდეთ მიტანილი სარემონტო სამუშაოებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე