ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 02.09.2020
ნანახია: 888

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიუ იორკში მიმდინარე აშშ-ს ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა.

საქართველოს პირველი ჩოგანი US Open-ში 22-ე განთესვით ჩაება, თუმცა, საწყის შეხვედრაში 31 წლის ავსტრალიელ ჯონ მილმანთან 1:6, 4:6, 4:6 დამარცხდა. თამაში ორ საათს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილს ჯერაც წინ აქვს სასამართლო პროცესი, რომელიც ყოფილ მეუღლესთან არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას ეხება. ის ნელი დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს, თუმცა წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჩოგბურთელს ძალადობის ოთხ ეპიზოდს ედავებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე