თამარ სანიკიძეს დიპლომი არ აქვს?! - „რაღაც მაქინაციებით შეუძენია ეს დიპლომი“

საქართველო, თბილისი - 16:38 | 12.01.2016
ნანახია: 2887

„არსებობს ეჭვი, რომ თამარ სანიკიძე დიპლომირებული სპეციალისტიც არაა და რაღაც მაქინაციებით შეუძენია ეს დიპლომი“, - ამის შესახებ „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ „ქართულ სიტყვასთან“ ინტერვიუსას განაცხადა. 

"პრაიმნიუსჯორჯია" ინტერვიუდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ.

 “ეს ქალბატონი „ჯიპაში“ ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობდა. ახლა მათ ეკონომისტებს და მენეჯერებს ეძახიან, მაგრამ ის ჩვეულებრივი ბუღალტერი იყო. არსებობს ეჭვი, რომ დიპლომირებული სპეციალისტიც არაა და რაღაც მაქინაციებით შეუძენია ეს დიპლომი – მამამისს ეს არ გაუჭირდებოდა. როდესაც მარგველაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გახდა, მან მოიყვანა და მოადგილედ დანიშნა. როცა მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი ხდება, მისივე წარდგინებით, სანიკიძე რჩება მინისტრად და მას შემდეგ ერთადერთია, რომელიც შეუცვლელი აღმოჩნდა. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა ის ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსულა – ეს არ შეუძლია, ვერ მიჩვენებთ ვერც ერთ კადრს, როცა სანიკიძე პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოსულიყოს. ამ მხრივაც დილეტანტია”, - განაცხადა „ქართულ სიტყვასთან“ საუბრისას „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე