წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:56 | 01.09.2020
ნანახია: 575

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 59,72 გრ.) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7576,17 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7576,17 ლარის ოდენობით შეეფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე