ბორჯომში ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:21 | 30.08.2020
ნანახია: 728

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხევში გადავარდა. მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე