კუკიაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სასმართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 29.08.2020
ნანახია: 823

საქალაქო სასმართლომ, თბილისში, კუკიაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ბრალდებული სამი პირი პატიმრობაში დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი სამ მამაკაცს წარუდგინა. გამოძიება მათ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. ერთ-ერმა ბრალდებულმა 26 აგვისტოს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა 45 წლამდე პირს, რომელიც გარდაიცვალა. ორი თვითმხილველი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის გამო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე