ამერიკელი მსახიობი ჩედვიკ ბოუსმანი სიმსივნით გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:49 | 29.08.2020
ნანახია: 1333

ამერიკელი მსახიობი, კინოფილმ Black Panther-ის ვარსვკლავი ჩედვიკ ბოუსმანი 43 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

მსახიობი გუშინ, 28 აგვისტოს ლოს ანჯელესში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ჩედვიკ ბოუსმანს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს. თავისი დიაგნოზის შესახებ მსახიობს საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

ბოუსმანს რამდენიმე ცნობილ კინოსურათში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა კინოკომპანია Marvel-ის კომიქსში, Black Panther/შავი პანტერა, შესრულებულმა როლმა მოუტანა, სადაც მან გამოგონილი აფრიკული ქვეყნის, ვაკანდას მმართველი განასახიერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე