9 წლის ბავშვი, რომელსაც დედა მანქანით შემთხვევით დაეჯახა, გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:22 | 28.08.2020
ნანახია: 841

ზუგდიდის სოფელ ტყაიაში ავარიის შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა, როცა დედა მანქანას აყენებდა.

მოზარდს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე