სავალდებულო კარანტინში მყოფი 27 წლის მამაკაცი მე-4 სართულიდან გადახტა

საქართველო, თბილისი - 17:35 | 14.08.2020
ნანახია: 983

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში,საკარანტინო სივრცეში მყოფი 27 წლის მამაკაცი სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

დაშავებული გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში.

მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე