ლიეტუვა მზად არის ბელარუსებს თავშესაფარი მისცეს - ლინას ლინკიავიჩუსი

საქართველო, თბილისი - 14:28 | 13.08.2020
ნანახია: 809

ლიეტუვა მზად არის ბელარუსებს, რომლებიც ხელისუფლებისგან სასტიკ მოპყრობას განიცდიან, თავშესაფარი მისცეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა განაცხადა.

„ლიეტუვა მზად არის განიხილოს შესაძლებლობა და ჰუმანიტარული საფუძვლებიდან გამომდინარე მიიღოს ბელარუსები, რომლებიც განიცდიან დაუსრულებელ სასტიკ მოპყრობას“, - დაწერა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტვიტერზე.

ორი დღის წინა ლიეტუვაში ჩავიდა ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია. ლინკიავიჩუსმა განაცხადა, რომ ტიხანოვსკაია ლიეტუვაში ჩავიდა ზეწოლის გამო, რომლსაც მასზე ბელარუსის ხელისუფლება ახდენდა.

მინისტრის თქმით, ლიეტუვის ხელისუფლებამ ტიხანოვსკაია უზრუნველყო ბინითა და დაცვით. მისივე თქმით, ტიხანოვსკაიასთან ერთად ლიეტუვაში ჩავიდა მისი შტაბის უფროსი მარია მოროზი.

ბელარუსში მეოთხე დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ცესკოს  წინასწარი მონაცემებით ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,09 პორცენტი დააგროვა, მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდგემ კი - 10,0%.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე