საქართველოს ფოსტამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველო, თბილისი - 14:26 | 12.08.2020 ნანახია: 941საქართველოს ფოსტამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს ორი უწყების მჭიდრო თანამშრომლობას სხვადსხვა მიმართულებით, მათ შორის საბაჟო წინასწარი დეკლარირების პროგრამის დანერგვას.
„საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის პროექტის „SECUREX“-ის ფარგლებში ჩართულია საბაჟო ელექტრონული წინასწარი დეკლარირების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს საფოსტო ადმინისტრაციასა და საბაჟო დეპარტამენტს შორის საფოსტო გზავნილების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაცვლას. პროექტის ფარგლებში საქართველოს ფოსტის ინიციატივით მსოფლიო საფოსტო კავშირის „UPU“-ს ხარისხის ფონდმა უზრუნველყო საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის პროგრამის „ASYCUDA“-ს განახლებისთვის 86 000–მდე აშშ დოლარის გრანტის გამოყოფა. პროექტის ძირითადი მიზანია მომხმარებლისთვის საბაჟო პროცედურის გამარტივება, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროცესის გამარტივებაზე, ასევე გზავნილების განვლადობის და ჩაბარების პროცესის დაჩქარებაზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
პროგრამის განახლებას და სისტემაში იმპლემენტაციას განახორციელებენ საქართველოს ფოსტის, საბაჟო დეპარტამენტის, მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ტექნოლოგიების ცენტრის და „UNCTAD“-ს ექსპერტები. პროგრამის სატესტო რეჟიმში მუშაობა დადებითად შეფასდა, ამ ეტაპზე გრძელდება მუშაობა პროგრამული და ტექნიკური მიმართულებით. პროგრამა სრული დატვირთვით 2021 წლის იანვრიდან გაეშვება.
წინასწარი საბაჟო დეკლარირების პროგრამა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია დანერგილი. რიგი საფოსტო ადმინისტრაციები წინასწარი დეკლარირების გარეშე უარს აცხადებენ გზავნილთა მიღებაზე, შესაბამისად აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს გზავნილთა გაცვლის უსაფრთხო და სანდო მიწოდებას.
საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მოკლე დროში მიწოდებაზე, რის დასტურსაც წარმოადგენს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა. მაღალი სტანდარტის მომსახურება და თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანა განაპირობებს საქართველოს ფოსტის წარმატებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















