სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს

საქართველო, თბილისი - 13:17 | 11.08.2020
ნანახია: 729

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. 

 

გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც ტაძრის სტიქაროსანი უჩა ქემაშვილი აცხადებს, რომ დილით ტაძარში მისულს სასანთლეები წაქცეული, ხატები დამტვრეული და შესაწირი ყუთიდან თანხა წაღებული დახვდა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე