საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე კომპანია Georgia`s Natural-ის ბრენდი გამოჩნდა
საქართველო, თბილისი - 16:23 | 03.08.2020 ნანახია: 1373
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია Georgia`s Natural-მა ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ბრენდით გამოჩნდა.
კომპანია უმსხვილესი, ექსპორტზე ორიენტირებული ჯგუფია, რომლის საქმიანობა ორგანული ბაღების ოპერირება, ველური მოსავლის შეგროვება, ორგანული ნედლეულის ხარისხის კონტროლი, გადამუშავება და ორგანული სტანდარტის შესაბამისად მისგან პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შექმნაა. 1999 წლიდან დღემდე, კომპანია ავითარებს ორგანულ მეურნეობებს და თანემედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებს საქართველოში.
ქართულ ბაზარზე, საერთაშორისო დიდ სუპერმარკეტების ქსელში წარმატებით გამოჩენის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა ქართველი მომხმარებლებისთვის “Georgia`s Natural”-ის ორგანული ბარი-ის კონცეფცია წარედგინა. შეირჩა სპეციალური ლოკაციები, სადაც კომპანიის მიერ წარმოებული პრემიუმ ხარისხის ორგანული ხაზის პროდუქციის: წვენის, სოუსის, გაყინული ხილის, გაყინული რბილობის, სიდერის შეძენაა შესაძლებელი. სიახლე განსაკუთრებით მიმზიდველია მომხმარებლისთვის, რომელიც ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე, რადგან პროდუქცია არ შეიცავს პესტიციდებს, დანამატებს, შაქარს და არ არის აღდგენილი კონცენტრატისგან. მასში არის მაქსიმალურად შენარჩუნებული ხილში და ბოსტნეულში არსებული გემოვნური და სასარგებლო თვისებები, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.
"მოხარული ვართ რომ ქართული კომპანია “Georgia`s Natural“-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელმა გლობალურმა ბრენდმა. მან პარტნიორ ქვეყნებს საქართველო გააცნო როგორც „ორგანული მებაღეობის“, „ველური შეგროვების“ და „ორგანული წარმოების“ შესაძებლობების მქონე ქვეყანა. გვინდოდა ჩვენც ჩვენი წვლილი შეგვეტანა ადგილობრივი წარმოების წახალისებაში, ბიზნესის ხელშეწყობაში და ვფიქრობ ჩვენი და “Georgia`s Natural“-ის პარტნიორობა კომპანიას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს. კომპანიამ ნედლეულის პირველადი გადამუშავების საწარმო 2018 წელს სწორედ საქართველოს ბანკის დაფინანსებით შექმნა. ვფიქრობთ, მსგავსი საინტერესო, ეროვნული პროექტები ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად ცნობადობის ზრდისა და ახალი საინვესტიციო პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას იძლევა", - განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
კომპანიის შესახებ:
ორგანული კატეგორიის 100%-ით ნატურალური წვენი, დაკონსერვებული და მშრალი პროდუქტი, IQF ტექნოლოგიით გაყინული ხილ-ბოსტნეული, სოუსი, სანელებლები - ეს ქართული წარმოების იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლის ექსპორტსაც კომპანია “Georgia`s Natural“-ი უკვე 20 წელზე მეტია ახორციელებს და დღეს უკვე 40-მდე ქვეყანაში არის წარმოდგენილი საერთაშორისო სავაჭრო ქსელების პრემუმ თაროზე. ეს ქვეყნებია: აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ისრაელი, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, ტრინიდადი. კომპანიას აქვს ყველა საჭირო სერტიფიკატი აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტის განსახორციელებლად. ის ფლობს EC/NON EU-ს (ორგანული სტანდარტი ევროპული ბაზრისთვის), NOP/USDA-ს (ორგანული სტანდარტი აშშ ბაზრისთვის), JAS-ს (ორგანული სტანდარტი იაპონიის ბაზრისთვის),CCOF-ს (ორგანული სტანდარტი სამხრეთ კორეის ბაზრისთვის). “Georgia`s Natural”-ში ასევე დანერგილია სტანდარტები: ISO 9001:2015, ISO 22000:2005, FSSC 22000, Kosher/OU, Halal/IFRC ASIA.
კომპანია 2020 წლამდე მხოლოდ ექსპორტზე იყო ორიენტირებული, თუმცა მას შემდეგ რაც კომპანიამ 2018 წელს ქარხნის მშენებლობა დაასრულა, წარმოება ფუნქციურად კიდევ უფრო გაიმართა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















