თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 60 წლის კაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 19:42 | 16.07.2020
ნანახია: 1148

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაჭრილია 60 წლის მამაკაცი.

ადგილობრივებმა, დაახლოებით 1 საათის წინ, გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაჭრილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, აღმაშენებლის 106 ნომერი სწორედ ის ადგილია, სადაც 6 ივლისს 27 წლის ვახტანგ გულუა გარდაცვლილი იპოვეს. აქვს, თუ არა ამ ორ ინციდენტს კავშირი ერთმანეთთან ამ დროისთვის უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე