საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:33 | 16.07.2020
ნანახია: 553

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1006 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 883-ს შეადგენს. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე