ავთანდილ ბილანიშვილმა ("კაწრო") "მთავარი არხისა" და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 14.07.2020
ნანახია: 587

ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე "კაწრომ" "მთავარი არხისა" და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.

როგორც ბილანიშვილის უფლებადამცველი თამარ აბესაძე აცხადებს, ტელეარხმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის რეპუტაცია შელახა.

ქარტიაში იმსჯელებენ დაირღვა თუ არა კოდექსის პირველი, მესამე და მეთერთმეტე მუხლები. აბესაძის განცხადებით, შესაძლოა უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.

"დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავიდა ტელევიზიის მეშვეობით.ძალიან დიდი მორალური ზიანი მიაყენა ბილანიშვილს და მის ოჯახს. ქარტია იმსჯელებს და მივიღებთ დასკვნას", - აღნიშნა ადვოკატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე