რუსთავში, ჯართის მიმღებ პუნქტში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 18:15 | 12.07.2020
ნანახია: 629

რუსთავში, ჯართს მიმღებ პუნქტში აფეთქება მოხდა. როგორც იუწყებიან, აფეთქდა ჟანგბადის ბალონი, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ამავე პუნქტში მუშაობდა. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე