MLS-ის მატჩში კაშიამ და ყაზაიშვილმა მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი დაიწერეს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 11.07.2020
ნანახია: 1462

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, რომლებიც ამერიკული "სან ხოსეს" ღირსებას იცავენ, სეზონი განაახლეს. მათი გუნდის მეტოქე სიეტლი იყო. კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო ვაკო 85-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

ქართველმა ლეგიონერებმა, "სიეტლთან" თამაშის დროს "საბურთალოს" ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მისი სახელი და გვარი მაისურებზე დაიწერეს.

 

 

 

შაქარაშვილის გვარი მაისურებზე - ქართველებმა MLS ასე დაიწყეს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე