გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი

საქართველო, თბილისი - 21:19 | 09.07.2020
ნანახია: 644

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მუშაობა დაასრულა და დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაუგზავნა. ინფორმაცია შაქარაშვილის ოჯახმა "რუსთავი2"-ს მიაწოდა.

როგორც იუწყებიან ექსპერტიზის დასკვნა საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი 19 ივნისს გახდა, როდესაც ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

4-დღიანი სამაშველო-სამძებრო სამუშაოების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე