ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 20:34 | 07.07.2020 ნანახია: 1202
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედა მარი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. როგორც ის წერს, მისი შვილიზოგიერთი მედიასაშუალებებისა და საზოგადოების ჯგუფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"უპირველესად, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. მე, 7 შვილის დედა და 6 შვილიშვილის ბებია ვარ, 18 წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა, რომელიც სასულიერო პირი იყო და ამხელა ოჯახს მარტო ვუძღვები. წარმოდგენაც არ მინდა იმ ტკივილის, რასაც ახლა გარდაცვლილის ოჯახი გრძნობს. ეს ენით აღუწერელი ტრაგედიაა და სანუგეშო სიტყვებიც არ მაქვს! არავის ვუსურვებ მსგავს უბედურებას...
ამავდროულად, როგორც იაკობის დედა, თავს ვალდებულად ვთვლი, ატეხილი აჟიოტაჟის გარშემო განმარტება გავაკეთო.
ამ პოსტს არ ვწერ მათთვის, ვინც ისედაც ტყუილებს ავრცელებს და სიმართლე არ აინტერესებს, ამ დღეებში კი ტყუილი ნამდვილად ბევრი ითქვა. შემაძრწუნებელია, რომ ასეთ ფაქიზ თემას ზოგიერთი მედია ისე აშუქებს, რომ არც გარდაცვლილის ოჯახზე ფიქრობენ, არც დაზარალებული არასრულწლოვნების ფსიქიკაზე და არც ეთიკა გააჩნიათ.
არაფერი მაქვს დასამალი და მზად ვარ, ყველა გაჩენილ დამატებით კითხვას ვუპასუხო.
უპირველესად, საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ყველას ნათესავია. ნინო ჩემი ბიძაშვილია და ეს მეამაყება.
რაც შეეხება იმ საბედისწერო ღამეს, იაკობმა არამცთუ ნინოს, მეც არ დამირეკა, მომხდარის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე დღის მერე გავიგე, თუმცა, ასეთ მძიმე ფაქტთან თუ გვქონდა საქმე, ნამდვილად არ ვიცოდი. იცით, რომ ფოტოგრაფი კამერის გარეშე ვერ იმუშავებს და ტელეფონის გარეშე ვერ დაუკავშირდებიან დამკვეთები, არადა, ეს მისთვის დღეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა და თავს შეკვეთებით ირჩენს. ბუნებრივია, ვრეკავდი ყველასთან, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, რომ დაებრუნებინათ ტელეფონი და კამერა , მათ შორის დავრეკე ნინოსთანაც. ნინო ჩამეკითხა, თუ რატომ ჰქონდა ჩემს შვილს ისინი ჩამორთმეული და გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა, დიდი ხანია არ შევხმიანებივართ და იაკობისა და მისი საქმიანობის შესახებაც მისთვის არაფერი იყო ცნობილი. მიპასუხა, რომ ტელეფონი და კამერა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულებაა და სანამ გამოძიება არ დამთავრდებოდა, ვერავინ ვერაფერს დაგვიბრუნებდა.
ამ ფაქტის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და ვინც დაინტერესებულია სიმართლით, შეუძლიათ ჩვენი საუბრის ამონაწერიც ამოიღონ, მე ამის პრობლემა არ მაქვს, პირიქით!
112 -ს ჩანაწერებითაც ჩანს, თუ როდის ვის და ვისთან აქვს დარეკილი.
რაც შეეხება "დაქირავებულ ფოტოგრაფს"- დაეკითხეთ მოწმეებს, ვინმეს თუ დაუნახავს წვეულებაზე, რომ იაკობს კამერა ეჭირა ხელში და იღებდა? ჩემი შვილი იქ სტუმრად იყო, და დღეს პირიქით, ნანობს კიდეც რომ არაფერი გადაიღო, ნეტა გადამეღოო…იუბილართან მეგობრობს და მან დაპატიჟა, სხვებს არ იცნობდა...
ხიდზე, ვიდეოშიც ჩანს, რომ ბიჭები სულაც არ მოელოდნენ საფრთხეს, მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და როდესაც გაჩერდა მანქანა და რკინის ჯოხით გადმოვიდა თავდამსხმელი,მანდ უკვე გადაღებაზე კი არა, სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა იაკობი.
მადლობა ღმერთს, რომ შეძლო იმ შენობისთვის თავი შეეფარებინა, თორემ, რა მოხდებოდა, წარმოდგენაც არ მინდა! ნეტა, გიორგიც გადარჩენილიყო...
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას მაყურებლის ყურადღება სხვა მიმართულებით შეგნებულად გადააქვს, რომ ნამდვილი დამნაშავე არ გამოიკვეთოს.
ვინც ეხლა განსჯის იაკობს და ტყუილებს უვრცელებენ, ვურჩევ, დაფიქრდნენ და გაანალიზონ, ვის აწყობს ეს ყველაფერი და რატომ ატყდა ასეთი ამბავი ერთ ზარზე პოლიციაში? ჩემი შვილი ხომ ერთადერთი იყო, ვინც სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართა? დაფიქრდით, 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვითარებაში მოახერხებს უშველოს თავს და დარეკოს პოლიციაში, მერე რატომ წაშლის რამეს, თუკი აქვს გადაღებული???
ის დაზარალებულია და მაინტერესებს, რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ? იაკობი გარდა იმისა, რომ ამ საქმის დაზარალებულია, ის დღეს უკვე ზოგიერთი მედიასაშუალებებისა და საზოგადოების ჯგუფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია... ეს დაუშვებელია! იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და სიმართლეს ფარდა აეხდება!", - წერს მარი ბრეგვაძე.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















