ოკუპანტების მიერ გატაცებული ტატო ზარქუა თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 20:08 | 06.07.2020
ნანახია: 1500

ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ტატო ზარქუა თავისუფალია. ის რუხში ენგურის ხიდით გადმოვიდა.

ტატო ზარქუას გათავისუფლებას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ტატო ზარქუას ნათესავების ინფორმაციით, ზარქუა 3 ივლისს საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. ტატო ზარქუას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. ზარქუა გატაცების ფაქტზე ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ჩართული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე